გსურთ დაგეხმაროთ? აირჩიეთ შესაბამისი ვარიანტი კონკრეტული მომსახურებისთვის
ჩვენი თანამშრომლობის პინციპები
ჩვენთან თანამშრომლობა აგაცილებთ პრობლემებს და დროის ფუჭ ხარჯვას, რაც ნებისმიერ არაპროფესიონალს ელის უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური, პროგრამული და ყველა ტექნიკური შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალური შედეგი მოაქვს;
ჩვენ ვიცავთ გარიგების ორივე მხარის უფლებებს და ვთანამშრომლობთ კანონიერების, სამართლიანობის და ურთიერთშეთანხმების პრინციპებით;
უძრავი ქონების საბაზრო ფასი არის ამოსავალი წერტილი გარიგების ორივე მხარის სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვასრულებთ ოცნებებს, რომელიც შეიძლება მოითხოვოს არაინფორმირებულმა დამკვეთმა.
ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ იმიჯს. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგებს უძრავი ქონების ბაზრის და კლიენტებთან კომუნიკაციის საკითხებში. ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით საქმეს, რომელსაც ვემსახურებით;
ჩვენ და ჩვენი პარტნიორი კომპანიები ვცდილობთ დავნერგოთ საერთაშორისო წესები ამ ბაზარზე.