ვაკანსია უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე
ვასაქმებთ, თან ვასწავლით

უძრავი ქონების კომპანია SPAR.GE აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე. ეს არის დამოუკიდებელი და აქტიური ადამიანების ვაკანსია. ეს პროფესია ესადაგება გახსნილ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან არა მხოლოდ გამოიმუშაონ საკომისიო, არამედ გულწრფელად დაეხმარონ თავის კლიენტებს ქონების შეძენაში, რისთვისაც გამოავლინონ ბაზრის ყველა შეთავაზება საუკეთესო არჩევანის კლიენტისთვის გასაკეთებლად. ყველა ასეთ ადამიანს რეალური შანსი ეძლევა ჩვენს კომპანიაში დასაქმდნენ. შერჩეული პრეტენდენტები ეტაპობრივად, ტრენინგებით და სტაჟირების პარალელურად თავიდანვე ჩაებმევიან საქმიანობაში. დამწყებ ბროკერებს თავიდანვე ექნებათ შანსი განახორციელონ გარიგება და მიიღონ "საკომისიო" ყოველი განხორციელებული გარიგებიდან. კომპანია SPAR.GE არის "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და საქმიანობს თანამედროვე სტანდარტებით.
სამუშაო პირობები:
- სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, VIII სართ.
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
- დასვენების დღეები: შაბათი, კვირა;
- სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (შესაძლებელია შეიცვალოს შეთანხმებით);
ანაზრაურების სტრუქტურა:
- გამომუშავება 50% განხორციელებული გარიგებიდან;
- ტრანსპორტის ხაჯი კომპანიის ხარჯზე;
- ულიმიტო ტელეფონის ხარჯი;
- შედეგების გათვალისწინებით პირობების ზრდის სისტემა.
სამუშაოს მიზანი:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება.
- კომპანია მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით;
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ინფორმაციის მოძიება, ბაზაში გადატანა, მარკეტინგული სამუშაოები;
- კომპანიის ბაზაში არსებული უძრავი ქონების არსებული განცხადებების დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა;
- დაიტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად ბაზაში არსებული უძრავი ქონების რესურსის შეთავაზება დროულად;
- დამკვეტების სატელეფონო ზარების მომსახურება, შეხვედრების დაგეგმვა და ქონების დათვალიერება, კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- იურიდიული პროცედურების განხორციელება და ხელშეკრულებების გაფორმება კლიენტთან;
- საქმიანობის პოცესში დამკვეტებთან საქმიანი და კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება;
- კორპორატიული ღირებულებების გაზიარება და დაცვა.
ძირითადი მოთხოვნებები:
- სასურველი წლოვანება: 22-49 წელი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- ქართული ენის კარგად ცოდნა. რუსული და ინგლისური ენის საშუალო კომუნიკაციის დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Word, MS Excel, E-mail და ინტერნეტის თავისუფალი ფლობა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
- კომუნიკბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
- რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
- პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
- პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
|